ახალი ამბები

პანკისის ოპერაცია ხელისუფლებას ოპტიმიზმს მატებს

პანკისში ანტიკრიმინალური ოპერაციის მიმდინარეობასთან ერთად იზრდება იმედიც, რომ ამ პრობლემურ რეგიონში ვითარება უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება. ქართველი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ოპერაციის მიმდინარე აქტიური და გადამწყვეტი ფაზა დასრულდება 10 დღის მანძილზე. ოპერაციის შედეგებით კმაყოფილმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ შესთავაზა რუს დამკვირვებლებს ეწვიონ პანკისის ხეობას და თავად შეაფასონ ოპერაციის წარმატება.

“უახლოეს მომავალში პანკისის ხეობა, რომელიც აქამდე იყო უსაფრთხო ადგილი კრიმინალებისათვის, გახდება უსაფრთხო ადგილი ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.

23 სექტემბერს რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტევრიუში კობა ნარჩემაშვილმა აღნიშნა, რომ 10 დღის შემდეგ ოპერაციის მიზანი იქნება ხეობაში იმ სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება, რომელიც დამყარებულ იქნა 25 აგვისტოს დაწყებული ანტიკრიმინალური კამპანიის შედეგად. თუმცა მას არ განუმარტავს, გათავისუფლდება თუ არა ამ 10 დღეში ორი მძევალი: ინგლისელი პიტერ შოუ და ქართველი ბერი ბასილ მაჩიტაძე, რომლებიც ხეობაში გამტაცებლების ტყვეობაში იმყოფებიან.

პანკისის რამოდენიმე სოფელში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 22 სექტმებერს ქართველმა სამართალდაცველებმა დააკავეს სხვადასხვა დანაშაულში ეჭვიტანილი სამი პიროვნება და აზერბაიჯნის მოქალაქე ჩიგნიზ ასკეროვი, რომელიც სავარაუდოდ არის დაქირავებული მებრძოლი და მონაწილეობა აქვს მირებული ჩეჩნეთში რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს დიდი რაოდენობის იარაღი, ფეთქებადი ნივთიერებები და სამხედრო აღჭურვილობა.

23 სექტემბერს ტრადიციულ ორშაბათის რადიო ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ გამოთქვა კმაყოფილება ოპერაციის მსვლელობასთან დაკავშირებით. ოპრეაციაში ჩართულია 2500-მდე შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურე. “ჩემთვის ძნელად გასაგებია რუსეთის ზოგიერთი პოლიტიკოსის კრიტიკა პანკისში [ამ] მშვიდობიანი ოპერაციის მისამართით” – აღნიშნა პრეზიდენტმა. რუსეთი გამიდმებით აკრიტიკეს ანტიკრიმინალურ ოპერაციას და ბრალს სდებს ქართველ ოფიციალურ პირებს ტერორისტებთან კავშირში. საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა რუსულ მხარეს მიავლინონ “შეუიარაღებელი სამხედრო დამკვირვებლები” პანკისში, რათა ისინი თავად დარწუმნდნენ ოპერაციის წარმატებაში. მან განაცხადა, რომ ქართული მხარე მთლიანად აკონტროლებს ხეობას.

ედუარდ შევარდნაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანტიკრიმინალური ოპერაცია მიმდინარეობს რაიმე სერიოზული შეტაკებებისა და სისხლისღვრის გარეშე. დღევანდლამდე ქართველმა სამართალდამცველებმა მოკლეს მხოლოდ ორი ჩეჩენი, რომლებიც თავს დაესხნენ შინაგანი ჯარის ბლოკპოსტს. ქართველი სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ ისინი ცდილობენ გამწმენდი ოპერაციების ჩატარებას ხეობაში მყოფი მშვიდობიანი ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩეჩენი ლტოლვილების უფლებების დარღვევის გარეშე.

“ყოველ მოსამსახურეს მიღებული აქვს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოპეყროს მშვიდობიან მოსახლეს ოპერაციის დროს. შემიძლია ვთქვა, რომ ოპერაცია ტარდება ადამიანის უფლებათა სრული დაცვით” – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

სამართალდამცველები ამოწმებენ დაკავებული ჩეჩნების ლტოლვილის მოწმობას და ამის შემდეგ წყვიტავენ გათავისუფლების საკითხს. “ჩვენ ვერ ვენდობით ამ მოწმობებს და ამიტომ გვჭირდება მათი გადამოწმება” – განაცხადა შსს მინისტრმა.

ასეთი შემოწმების შემდეგ 12 დაკავებულიდან 10 ჩეჩენი ლტოლვილი გათავისულფებულ იქნა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დანარჩენი ორის მიმართ. ისინი დაკავებულ იქნენ 18 სექტემბერს პანკისის ხეობის სოფელ ხალაწანში ჩატარებული ოპერაციის შედეგად.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button