ახალი ამბები

ახმეტის პოლიციის უფროსი გაათავისუფლეს, გამოძიება გრძელდება

(თბილისი, 24 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ახმეტის პოლიციის განყოფილების უფროსი ავთანდილ თურქიაშვილი 10-დღიანი ადმინისტრაციული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

12 სექტემბერს ქართველმა სამართალდამცველებმა ჩეჩენი ეროვნების პირი დააკავეს. დაკავებისას ჩეჩენი დაიჭრა და ის ახმეტის საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც მეორე დღესვე გაიპარა. შემთხვევისთვის პასუხისმგებლობა თურქიაშვილს დაეკისრა, ვინაიდან დაჭრილი ჩეჩენი ჭრილობების გამო დამოუკიდებლად გაქცევას ვერ შეძლებდა.

თურქიაშვილის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. არაოფიციალური წყაროების ცნობით, თურქიაშვილი არ იყო ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელიც ამ დანაშაულში მონაწილეობდა, თუმცა, სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ მის წინააღმდეგ აღიძრა. 

დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე:

დაჭრილი ჩეჩენის გაქცევას მაღალჩინოსანი პოლიციელის დაკავება მოჰყვა

მსგავსი/Related

Back to top button