ახალი ამბები

აშშ საქართველოს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში დაეხმარება

(თბილისი, 24 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 23 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტისას სხვა საკითხებთან ერთად აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში აშშ-ის მონაწილეობაზეც ისაუბრეს.

“ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ ზუსტად რა კუთხით ჩაერთვება აშშ კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან”, განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ღრმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ რუსული მხარე, რომელიც კონფლიქტის დარეგულირებაშია ჩართული, ხელს უწყობს აფხაზ სეპატრატისებს და კონფლიქტის დარეგულირებას უშლის ხელს.

მსგავსი/Related

Back to top button