ახალი ამბები

შეიარაღებული შეტაკება საქართველო-რუსეთის საზღვარზე

(თბილისი, 24 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან “სივილ ჯორჯიას” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ყაზბეგთან, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს დღეს დილით შეიარაღებული შეტაკება მოხდა.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს. არც ის არის ცნობილი, თუ ვისთან მოუვიდათ შეტაკება ქართველ მესაზღვრეებს.

როგორც დეპარტამენტის პრესმდივანმა შალვა ლონდარიძემ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, დღეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პოლკოვნიკი კორნელი სალია ყაზბეგში გაემგზავრა. “ამ დროისთვის დეტალებს ვადგენთ, ოფიციალურ განცხადებას კი მოგვიანებით გამოვცემთ”, აღნიშნა ლონდარიძემ. 

მსგავსი/Related

Back to top button