ახალი ამბები

რუსეთი სამმხრივი მოლაპარაკებებისგან თავს იკავებს

(თბილისი, 24 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსი სახელმწიფო მოხელეები კვლავ თავს იკავებემ აშშ-ს, რუსეთსა და საქართველოს შორის სამმხრივი მოლაპარაკების გამართვაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებულ ვითარებას შეეხება.

“სამმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საქართველოსგან ჩვენ არავითარი ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია. რუსეთი პანკისის ხეობაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ შედეგებს ითხოვს”, განაცხუდა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა სეგრეი იაცჟებსკიმ 23 სექტემბერს რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსს”.

საქართველოს პრეზიდენტმა პანკისის ხოებაში წარმატებით მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგების გასაცნობად მის ორშაბათის რადიოინტერვიუში კიდევ ერთხელ დაპატაჟა უირაღო რუსი დამკვირვებლები.

მსგავსი/Related

Back to top button