ახალი ამბები

შეიარაღებული შეტაკება სამხრეთ ოსეთში

(თბილისი, 23 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 22 სექტემბერს მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შედეგად დანაშაულში ეჭვმიტანილი სულ ცოტა ერთი პირი დაიღუპა, ქართველ სამართალდამცველთაგან კი ორი დაიჭრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშავეთა ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ორი ავტომანქანა გაიტაცა. შეტაკების შემდეგ კრიმინალებმა თავი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას შეაფარეს თავი.

როგორც მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, დამნაშავეებს ქართველ სამართალდამცველებთან ერთად მათი ოსი კოლეგებიც ეძებენ.

მსგავსი/Related

Back to top button