ახალი ამბები

პანკისის ოპერაციის აქტიური ფაზა 10 დღეში დასრულდება

(თბილისი, 23 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – როგორც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრიმა კობა ნარჩემაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ით გამოსვლისას განაცხადა, პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის აქტიური და გადამწყვეტი ფაზა დაახლოებით 10 დღეში დასრულდება. 

“ოპერაცია საკმაოდ წარმატებულია. პანკისის ხეობა ახლა ძალიან განსხვავდება იმისგან, როგორიც ის რამდენიმე თვის წინ იყო. უახლოეს მომავალში ის მოქალაქეთათვის უსაფრთხო ზონა იქნება”, დასძინა კობა ნარჩემაშვილმა.

ხეობის სოფლებში 2 სექტემბერს უკანასკნელად ჩატარებული ოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა დააკავეს კრიმინალში ეჭვმიტანილი 3 პიროვნება და ერთი აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, დაქირავებული მებრძოლია.

მინისტრიეს თქმით, ოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობის იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა ამოიღეს.

მსგავსი/Related

Back to top button