ახალი ამბები

პანკისში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

(თბილისი, 23 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 22 სექტემბერს ქართველმა სამართალდამცველებმა პანკისის ხეობაში აზერბაიჯანის მოქალაქე ჩიგიზ ასტეროვი დააკავეს.

ქართველი სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქე სავარაუდოდ დაქირავებული მებრძოლია, რომელიც ჩეჩნეთის ომში რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.

სოფელ ომალოში ამავე დღეს კიდევ 3 პირი დააკავეს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი.

მსგავსი/Related

Back to top button