ახალი ამბები

ნავთობსადენი ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას ჰპირდება – შევარდნაძე

(თბილისი, 23 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ისაუბრა, რომლის მშენებლობაც 18 სექტემბერს დაიწყო.

პრეზიდენტის თქმით, ნავთობსადენი საათში 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ნავთობს გაატარებს. მთლიანად პროექტიდან საქართველო წელიწადში 63 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. “კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პროექტის ფარგლებში 10 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა და ინვეტიციების მოზიდვა”, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნავთობსადენის მშენებლობის შედეგად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზრდება. კიდევ უფრო დიდი იქნება მოგება ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობის დაწყების შემდეგ.

“პროექტი ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისითაც. საქართველო გლობალურ ინტერესთა სფეროში მოექცა, რაც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების გარანტი იქნება”, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button