ახალი ამბები

შევარდნაძე რუს სამხედრო დამკვირ-ვებლებს ჩამოსვლისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 23 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “მე კიდევ ერთხელ მინდა განვუცხადო რუსეთს, რომ გამოგზავნონ სამხედრო დამკვირვებლები პანკისის ხეობაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, უიარაღოდ”, განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

“ცოტა არ იყოს გაუგებარია ზოგიერთი რუსი პოლიტოკოსის უარყოფითი დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ პანკისის ხეობაში ოპერაცია უსისხლოდ მიმდინარეობს”, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ედუარდ შევარდნაძემ მადლირებით ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ მისთვის გაგზავნინ წერილზე, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმება პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციას და მიაჩნია, რომ ხეობაში არსებული პრობლემის გადაჭრა მხოლოდდამხოლოდ საქართველოს პრეროგატივაა.

მსგავსი/Related

Back to top button