ახალი ამბები

აშშ საქართველოსთან მიმართებაში პოზიციას არ იცვლის

საქართველო ვაშინგტონის მხარდაჭერით სარგებლობს

რუსეთი უშედეგოდ ელის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჩეჩენი მებრძოლებისა და საერთაშორისო ტერორისტების წინააღმდეგ პრევენტიული დარტყმების საკითხში აშშ-ს მხარდაჭერას. “პრეზიდენტმა ბუშმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მნიშვნელობას” – განაცხადა პრეზიდენტ ბუშის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა პრეზიდენტ ბუშის თავდაცვის მინისტრთან სერგეი ივანოვითან და საგარეო საქმეთა მინისტრთანიგორ ივანოვთან 20 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ.

“პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-ს სურვილზე ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ვახორციელებთ ქართველი სამხედროების წვრთნისა და აღჭურვის პორგრამას, რომელიც საშუალებას მისცემს მათ იმოქმედონ ტერორისტების წინააღმდეგ საქართველოში” – დასძინა არი ფლაიშერმა.

ვიდრე რუსეთი საქართველოს ტერორისტების წინააღმდეგ უმოქმედობაში სდებს ბრალს, ამერიკის პრეზიდენტი თავის ქართველ კოლეგას მიმართავს და მადლობას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტსა და “ქართველ ხალხს მსოფლიოს ტერორისტებისაგან გათავისულფების საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის გამო”.

“საქართველოს მყარი გადაწყვეტილება შეუერთდეს ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების საქმეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმ მსოფლიოს ასაშენებლად, სადაც ადამიანები იქნებიან დაფასებულნი და ექნებათ თავისუფალი და იმედით სავსე მომავალი” – ნათქვამია პრეზიდენტ ბუშის 20 სექტმებრის მიმართვაში პრეზიდენტ შევარდნაძისადმი.

აშშ-მ საქართველოში შემქნილ სიტუაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო რუსეთსა და საქართველოსთან. პრეზიდენტ ბუშის რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე, 20 სექტმებერს ვაშინგტონში შედგა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თედო ჯაფარიძისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის კონდოლეზა რაისის შეხვედრა.

შეხვბედრის შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი 2-სადმი მიცემულ ინტევრიუში თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს იყო საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების თაობაზე აშშ- ადმინისტრაციის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის პირველი შემთხვევა.

“მიუხედავად იმისა, რომ სამივე მხარე ერთად ამჯერად ერთმანეთს არ შეხვდა, აშშ-ს წარმომადგენლებმა განიხილეს არსებული პრობლემები როგორც ქართულ, ისევე რუსულ მხარეესთან” – თქვა თედო ჯაფარიძემ.

რუსეთი არ არის მაინცდამაინც მონდომებული ასეთი სამმხრივი შეხვედრების ჩატარებისათვის. პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსულ მხარეს არ მიუღია წინადადება პანკისის საკითხის გადასაწყვეტად სამმხრივი კომისიის შექმნის შესახებ.

“სხვადასხვა სახის კომისიების შექმნაში ადრე დაგროვილი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ამ კომისიებს არ შეუძლიათ პრობლემების გადაწყვეტა. კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ პოლიტიკური ნებით შეიძლება” – აღნიშნა იგორ ივანოვმა.

რუსეთის თვალსაზრისით, ასეთი “პოლიტიკური ნება” იქნება საქართველოს თანხმობა პანკისში რუსების მიერ ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელების თაობაზე. საქართველო გამუდმებით უარს აცხადებს ასეთ წინადადებაზე, რადგან პანკისში რუსეთის სამხედრო ქმედებები საქართველოს ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევენ.

ქართველი ოფიციალური პრიები აცხადებენ, რომ ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებლად ამოძირკვოს ტერორისტული ჯგუფები პანკისიდან. 20 სექტმებრის გვიან საღამოს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარცემაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ შეხვედრისას “პანკისში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაცია დადებითად იქნა შეფასებული”

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, შინაგანმა ჯარემა მოაწყო ბლოკპოსტები ხეობის სიღრმეში და პანკისის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე წესრიგი აღადგინა, ამოიღო რა დიდი რაოდენობით იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა, გატაცებული მანქანები, დააპატიმრა 10-ზე მეტი დანაშაულში ეჭვმიტანილი და სავარაუდოდ ჩეჩენი მებრძოლი. მიუხედავად ამ ფაქტებისა, ანტიკრიმინალური ოპერაცია ვერ ჩაითველბა წარამტებულად, სანამ არ გათავისუფლდებიან მძევლები, რომლებიც გამტაცებლებს პანკისის ხეობაში ჰყავთ გადამალული.

როგორც სამართალდამცავები იტყობინებიან, ივნისში გატაცებული ბრიტანელი პიტერ შოუ და გასული წლის დეკემბერში გატაცებული ბერი ბასილ მაჩიტაძე ჯერ კიდევ გამტაცებლების ხელში მყოფებიან.

გიორგი სეპასჰვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button