ახალი ამბები

რუსეთმა აშშ-ის დოკუმენტაცია გადასცა

(თბილისი, 21 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ გადავეცით ამერიკის ადმინისტრაციას დოკუმენტები, რომლის თანახმად, მტკიცდება საქართველოს ხელისუფლების კავშირი საქართველოს ტეორტორიაზე მყოფ საერთაშორისო ტერორისტებთან”, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 20 სექტემბერს ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შემდეგ.

19 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვოლფოვიცმა განაცხადა, რომ “ტერორისტთა საწვრთნელი ბაზების გარდა საქართევლოსა და იემენში ტერორისტები იმყოფებიან”.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში მყოფი ტერორისტები რუსეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნიან.  

მსგავსი/Related

Back to top button