ახალი ამბები

ამერიკის პრეზიდენტმა და რუსმა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს

(თბილისი, 21 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოში არსებული ვითარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან და თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვთან ერთად განიხილა.

“საქართველოს საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლეიშერმა 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

“ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა შეერთებული შტატების სურვილზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართევლოს მთავრობასთან. ჩვენ ვახორციელებთ “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას” საქართველოში. ასე რომ, მათ [ქართველებს] თავად შეუძლიათ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. საუბარი სწორედ ამის შესახებ მიმდინარეობდა”, დასძინა არი ფლეიშერმა. 

მსგავსი/Related

Back to top button