ახალი ამბები

თედო ჯაფარიძე კონდოლიზა რაისს შეხვდა

(თბილისი, 21 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 20 სექტემბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე თავის ამერიკელ კოლეგას კონდოლიზა რაისს შეხვდა. განხილვის უმთავრეს საგანს პანკისის ხეობა წარმოადგენდა.

“მან [კონდოლიზა რაისმა] დამარწმუნა, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეერთებული შტატები საქართვლოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მაინც დაუჭერს”, განაცხადა თედო ჯაფარიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირადაპირ ეთერში.

ამ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაიმართა ამერიკის პრეზიდენტსა და რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებს შორის. ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შემდეგ რუსმა მინისტრებმა საქართველო ტერორისტების მფარველობაში კვლავ დაადანაშაულეს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, მისი ვიზიტი შეერთებულ შტატებში პირველი მცდელობა იყო იმისა, რომ სამხრივი მოლაპარაკებები გამართულიყო ამერიკას, რუსეთსა და საქართველოს შორის. “ამჯერად ამგვარი შეხვედრა ვერ მოხერხდა, მაგრამ მომავალში სამი ქვეყნის წარმომადგენლები აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს”, დასძინა თედო ჯაფარიძემ.    

 

მსგავსი/Related

Back to top button