ახალი ამბები

პრეზიდენტმა და სამართალდამცველებმა პანკისის ოპერაცია განიხილეს

(თბილისი, 21 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 20 სექტემბერს, გვიან საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე პანკისში მიმდინარე ოპერაცია განიხილეს.

“ოპერაციის შედეგებისა და მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ ვისაუბრეთ”, განუცხადა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.

მსგავსი/Related

Back to top button