ახალი ამბები

ბუში შევარდნაძეს წერილს უგზავნის

(თბილისი, 21 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ამერიკელი ხალხი დიდად მადლიერია პირადად თქვენი და ქართველი ხალხის თქვენს მიერ შეტანილი წვლილისათვის ტეორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე მსოფიო კამპანიაში”, ნათქვამია 20 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ პრეზიდენტ შევარდნაძისადმი გამოგზავნილ წერილში.

“გასული წლის 11 სექტემბერს იერიში უშუალოდ შეერთებულ შტატებზე მიიტანეს, მაგრამ ტერორიზმი ყველა იმ  ხალხის მომავალს ემუქრება, რომელიც მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას ესწრაფვის. თუ ჩვენ გავერთიანდებით ტერორიზმის წინააღმდეგ, აუცილებლად დავამრცხებთ მას”.

“საქართველოს გადაწყვეტილება ურთიერთგაგებისა და შემწყნარებლობის საფუძველზე გახდეს მოკავშირე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ისეთი მსოფლიოს შესაქმნელად, რომლისთვისაც ძვირფასია ხალხი და აძლევს მათ თავისუფლებასა და იმედს”.

მსგავსი/Related

Back to top button