ახალი ამბები

საპროტესტო აქცია მოსკოვში საქართველოს საელჩოს წინ

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – მოძრაობა “ერთიანი რუსეთის” 50-მდე წევრმა დღეს მოსკოვში საქართველოს საელჩოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტ პუტინის ინიციატივას საქართველოს ტერიტორიაზე თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, დემონსტრანტების პლაკატებზე შემდეგ ფრაზები ეწერა: “პუტინი მართალია”, “უარი ტერორისტების მფარველობას”.

“ერთიანი რუსეთი” ხელისუფლებისა და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი გაერთიანებაა.

მსგავსი/Related

Back to top button