ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეები” პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის გადადებას ითხოვენ

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გადადებას ითხოვს. გეგმის თანახმად პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე სიტყვით სექტემბერში უნდა წარსდგეს.

ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლაში საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად არსებული დაძაბული ურთიერთობა და პანკისის ხეობაში არსებული ვითარება ჩრდილში მოაქცევს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს.

პრეზიდენტი შევარდნაძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ტრადიციულად გაზაფხულზე გამოდის ხოლმე, თუმცა წელს დეპუტატების წინაშე წარდგომა შემოდგომისთვის გადაწყვიტა.

ფრაქცია ახალი მემარჯვენეების წევრების თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციებს მართავენ. მათი თქმით, პრეზიდენტის მოხსენების გადადების ინიციატივას ბევრი დეპუტატი მხარს არ უჭერს.

მსგავსი/Related

Back to top button