ახალი ამბები

ვოლფოვიცის თქმით, ტერორისტები საქართველოსა და იემენში არიან

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “არსებობს იემენისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნები, სადაც ვიცით, რომ იმყოფებიან მოქმედი ტერორისტები და იქ არ არის მხოლოდ მათი საწვრთნელი ბაზები”, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლ ვოლფოვიცმა 19 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დაზვერვის კომიტეტების ერთობლიც მოსმენაზე, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების გამოძიებას შეეხებოდა.

“დიახ, იქ არის საწვრთნელი ბაზები, მაგრამ იქ ასევე იმყოფებიან ადამიანები რომლებიც თავად ადგენენ მოქმედების გეგმებს. და ჩვენ ვმუშაობთ ამ ორივე ქვეყნის მთავრობასთან, რათა შესაბამისი დაზვერვითი ინფორმაცია მოვიპოვოთ”, განაცხადა პოლ ვოლფოვიცი, იუწყება როიტერის სააგენტო.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თქმით, აშშ იემენისა და საქართველოს ტერორისტების კვალის დასადგენად ქმედითუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება. “თუმცა, თუ ჩვენ გვექნება შესაბამისი ინფორმაცია და ისინი მოქმედებისთვის მზად არ იქნებიან, მაშინ საქმის მოგვარება ჩვენ მოგვიწევს”, დასძინა ვოლფოვიცმა.

მსგავსი/Related

Back to top button