ახალი ამბები

დაკავებული ჩეჩნები გაათავისუფლეს

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 18 სექტემბერს პანკისის ხეობის სოფელ ხალაწანში დაკავებული 12 ჩეჩენიდან წუხელ 5 გაათავისუფლეს.

ახმეტის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის კინკლაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ჩეჩნების გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ პოლიციამ მათთვის დანაშაულის დამტკიცება ვერ შეძლო. ორიოდე დღის წინ ჩეჩნები პირადობის დამადასტურებელი ხალაწნის დააკავეს.

ბორის კიკნაძის თქმით, დაკავებულებმა პოლიციას მოგვიანებით ლტოლვილის დამადასტურებული საბუთები წარუდგინეს, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, პოლიცია დანარჩენ 7 პირსაც გაათავისუფლებს.

 

მსგავსი/Related

Back to top button