ახალი ამბები

რუს სენატორებს გაეროს სანქციის გარეშე ოპერაციის განხორციელება არ სურთ

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სენატორები მხარს დაუჭერენ საქართველოს ტერიტორიაზე თავდაცვითი დარტყმების გამხორციელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაეროს მიერ იქნება სანქცირებული.

“საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის განხორციელება მხოლოდდამხოლოდ საერთაშორისო სამართლის თანახმად და გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის შემდეგ უნდა მოხდეს”, გუშინ, 19 სექტემბერს, განუცხადა “ინტერფაქსს” საკონსტიტუციო სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ იური შარადინმა.

სააგენტო ასევე გადმოსცემს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ ოზეროვის განცხადებას, სადაც ნათვამია, რომ თავდაცვითი დარტყმები მხოლოდ გაეროს სანქციის შემდეგ უნდა განხორციელდეს.

მსგავსი/Related

Back to top button