ახალი ამბები

პანკისის პრობლემასა და ერაყს საერთო არაფერი აქვთ – თეთრი სახლი

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის პატივისცემა, ორივე მნიშვნელოვანია”, განაცხადა გუშინ, 19 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლიშერმა.

მისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის კომენტარს მოჰყვა იმის შესახებ, რომ რუსეთის მცდელობა პანკისის ხეობიდან ტერორისტების განდევნის შესახებ უტოლდება აშშ-ის მცდელობას ტერორისტები სხვა ქვეყნებში დაამარცხოს.

“პრეზიდენტი [პუტინი] ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არ აკავშირებს. ერაყს იარაღის დაყრისკენ გაერომ მოუწოდა. ერაყმა კი ამაზე უარი განაცხადა. თუ მსოფლიოში ცხელი კიდევ წერტილები არის, მათგან არც ერთი – არც ერთი – არ უტოლდება ერაყს, და არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს რეგიონისთვის ისეთ საფრთხეს, როგორც ერაყი”, განაცხადა თეთრის სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

მსგავსი/Related

Back to top button