ახალი ამბები

შეტაკებები რუსეთ-საქართველოს საზღვარ-თან არ დასტურდება

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის მასმედიის მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ჩეჩენი მებრძოლები საქართველო-რუსეთის საზღვრის გადალახვასა და ჩეჩნეთის იტუმ-კალეს რეგიონში შეჭრას ცდილობდნენ, არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ჩეჩენი მებრძოლების ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოჩნდნენ.

სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი გენერალი პრიზემლინი რეგიონში ჩეჩნების გამოჩენის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

რაც შეეხება თითქოსდა იტუმ-კალეში მომხრად შეტაკებებს, საგენტო “გრანი.რუ”-ს ცნობით, ადგილზე განლაგებულმა რუსმა ჯარისკაცემბა დილის 11 საათზე ჩეჩენ მებრძოლთა ჯგუფი შეამჩნიეს და მას ცეცხლი გაუხსნენ. საღამოს კი გამოსაძიებლად მისულმა დანაყოფმა შეიარაღებული დაჯგუფების ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინა.

მსგავსი/Related

Back to top button