ახალი ამბები

რუსეთის ავიაცია ბრძანების შესასრულებ-ლად მზად არის

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის მასმედიის ცნოთ, რუსეთის ავიაცია მზად არის ბრძანებიდან ათ წუთში საქართველოს ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გუშინ, 19 სექტემბერს, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის ფედერაციის ავიაციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

18 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოში მყოფ ჩეჩენ მებრძოლებს დაარტყას, თუ ისინი რუსეთის საზღვარს 10-15 კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდებიან.

მსგავსი/Related

Back to top button