ახალი ამბები

მენაღარიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეაზე საქართველოზე ისაუბრებს

(თბილისი, 19 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირაკლი მენაღარიშვილი უკანასკნელ ხანებში საქართველოსა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობის საკითხსა და აფხაზეთის პრობლებაზე ისაუბრებს.

“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მკაცრად გააკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ის ასევე ყურადღებას გაამახვილებს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელობაზე”, განაცხადა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ით გამოსვლისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ. “გამორიცხული არ არის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა ხელოვნურად არის გამოწვეული, რათა საქართველოს ყურადღება აფხაზეთიდან სხვა პრობლემებზე გადავიდეს”, დასძინა მან.

Back to top button