ახალი ამბები

შეიარაღებული შეტაკებისას ერთი ჩეჩენი დაიღუპა

(თბილისი, 19 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 18 სექტემბერს გვიან ღამით სოფელ დუისში განლაგებული შინაგანი ჯარების ბლოკპოსტს ჩეჩენი მებრძოლები დასხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ჩეჩენი დაიღუპა. ის მეორე ჩეჩენი იყო, რომელიც ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყების შემდეგ იქნა მოკლული.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შეტაკების შედეგად ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. შემთხვევით ერთი ადგილობრივი მოსახლეც დაშავდა.

“შინაგანი ჯარების ბლოკპოსტს ორი ადამიანი დაესხა თავს და ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა”, განუცხადა შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს.

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც გუშინ პანკისის ხეობის ერთ-ერთ სოფელში გამწმენდი ოპერაცია ჩატარდა. ამ ოპერაციის შედეგად 12 ჩეჩენი დააკავეს, ამოიღეს დიდი რაოდენობის იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა, კომპიუტერები და მოპარული ავტომობილები. 16 სექტემბერს ქართველმა სამართალდამცველებმა ერთი ჩეჩენი მებრძოლის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელმაც დანებებაზე უარი განაცხადა.

მსგავსი/Related

Back to top button