
ახალი ამბები
რუსეთი საქართველოში პრევენციული დარტყმებისთვის მზად არის
(თბილისი, 19 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 18 სექტემბერს განაცხადა რომ რუსეთი საქართველოში მყოფი ტერორისტების წინააღმდეგ პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს. “დარტყმები განხორციელდება იმ შემთხვევაში თუ ჩეჩენი მეომრები და ტერორისტები რუსეთის საზღვარს 10-15 კილომეტრით მოუახლოვდებიან. ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია,” განუცხადა ივანოვმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში ჩასვლისას. მისი თქმით რუსეთს გააჩნია უტყუარი ცნობები იმისა, რომ საქართველო ტერორისტებს იფარებს. ივანოვის განცხადებით იგი აპირებს ეს მასალები ა.შ.შ.-ს ადმინისტრაციას გადასცეს.