ახალი ამბები

ჟვანიამ და ბარამიძემ პანკისი მოინახულეს

(თბილისი, 18 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დეპუტატები გიორგი ბარამიძე და ზურაბ ჟვანია დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და უშიშროების მინისტრს ვალერი ხაბურძანიას შეხვდნენ.

ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ანტიკრიმინალურ ოპერაციას ხეობაში მხარს უჭერს.

21 სექტემბერს ჟვანია სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. იგი აპირებს პანკისის ხეობის საკითხისა და რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების სესიაზე დაყენებას.

მსგავსი/Related

Back to top button