
ანტიკრიმინალური ოპერაცია გადამწყვეტ ფაზაში
ქართველი სამართალდამცველების თქმით, პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმიანლური ოპეარაცია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. შინაგანმა ჯარმა 18 სექტემბერს დილით ადრე სოფელ ხალასტანში გამწმენდი ოპეაცია დაიწყო, საიდანაც ამოიღო იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა და დააპატიმრა 12 ჩეჩენი. სამართალდამცველი მაღალჩინოსნები თქმით, მსგავსი ოპერაცია ხეობის სხვა სოფლებშიც ჩატარდება. როგორც კახეთის პოლიციის უფროსმა ზურა თუშურმა “სივილ ჯორჯიასთან” ტელეფონით საუბრისას განაცხადა, “ოპერაციამ სერიოზული პრობლემების გარეშე ჩაიარა”. უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა 17 სექტემბერს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე პრეზიდენტ შევარდნაძეს მიმდინარე ოპერაციისა და მისი მესამე, გადამწყევეტი, ფაზის დეტალების შესახებ მოახსენეს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიღებული ინფორმაცია “იმედის მომცემია”. ოპერაციის ამ ნაწილის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ბრიტანელი პიტერ შოუსა და გატაცებული მღვდლის მამა ბასილის გათავისუფლებაა. “ეს არ არის “თეატრალური შოუ”, როგორც ამას რუსები ამტკიცებენ ამტკიცებენ, და შეუძლებელია წინასწარ ვიცოდეთ, რა მოხდება და როდის გათავისუფლდებიან გატაცებული პირები”, განაცხადა უშიშროების მინისტრის მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა 18 სექტემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ით გამოსვლისას. სამართალდამცველებს მხოლოდ რამდენიმე დღე აქვთ იმისათვის, რათა ხეობა საბოლოოდ დაუბრუნონ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პრეზიდენტ შევარდნაძემ 16 სექტემბრის რადიოინტერვიუში აღნიშნა, რომ ხეობაში მიმდინარე ოპერაცია ორ-სამ კვირაში უნდა დასრულდეს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს საბოლოო გამარჯვებას სულაც ან ნიშნავს. “უახლოეს რამდენიმე კვირაში ვითარება ნამდვილად გამოსწორდება. მაგრამ კრიმინალური ანკლავის ჩამოყალიბება პანკისის ხეობაში რამდენიმე წლის წინ დაიწყო და, შესაბამისად, რამდენიმე კვირა ნამდვილად არ იქნება საკმარისი იქ ერთხელ და სამუდამოდ წესრიგის დასამყარებლად. ამისთვის გაცილებით მეტი დრო არის საჭირო”, აღნიშნა ლაშა ნატროშვილმა. პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციის პარალელურად რუსეთი საქართველოზე ზეწოლას აძლიერებს. რუსი სახელმწიფო მოხელეები კვლავ ადანაშაულებენ საქართველოს მთავრობას ტერორისტების მფარველობაში. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ის უკმაყოფილოა პრეზიდენტ შევარდნაძის პასუხით 11 სექტემბრის ულტიმატუმზე. კრასნოდარში ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ ის საქართველოდან იმის გარანტიის მიღებას მოელოდა, რომ “ჩეჩენი ბერძოლების საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში გადასვლა აღარ განმეორდებოდა”. პუტინმა ასევე დასძინა, რომ რუსული მხარე სულ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ღებულობს იმის თაობაზე, რომ საქართველოს “ტერორისტებთან” ურთიერთობა ურჩევნია რუსეთთან თანამშრომლობას. საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი კვაშნინმაც დასდო ბრალი იმაში, რომ ის ჩეჩენი მებრძოლების პანკისის ხეობიდან კოდორის ხეობაში გადასვლაში უწყობს ხელს. როგორც მან 17 სექტემბერს პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ზემო კოდორში ამჟამად ასამდე ჩეჩენი მებრძოლი იმყოფება. “საქართველოს ხელისუფლების დახმარებით კოდორში მებრძოლები იყრიან თავს. როგორც ჩანს, ქართველი ხელისუფალნი მულა ომარისგან [თალიბანის ლიდერი] ბევრით არაფრით განსხვავდებიან”, განუცხადა კვაშნინმა ჟურნალისტებს.