ახალი ამბები

ახალი სპეცოპერაცია პანკისში

(თბილისი, 18 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 18 სექტემბერს დილის 6 საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების ნაწილებმა და პოლიციამ ალყაში მოაქცია პანკისის ხეობის ერთ-ერთი მაღალი სოფელი ხალაწანი და სპეცოპერაცია დაიწყო.

პოლიციის ინფორმაციით, სოფელში თავს აფარებს ძმებ ახმადოვების კრიმინალური ბანდა, რომელიც ძირითადათ ნარკობიზნესით არის დაკავებული. სპეცოპერაცია ბანდის წევრების დაპატიმრებასა და მის სრულ ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

სამართალდამცავებმა ახმადოვებისი და მათი დაჯგუფების წევრების სავარაუდო ადგილსამყოფელებს ალყა დილიდანვე შემოარტყეს.

პოლიციამ ახმადოვების ბანდის ორი წევრი უკვე დააპატიმრა და მათგან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოღო. იარაღი ამოღებულია ზოგიერთი ოჯახიდანაც. სოფელ ხალაწანში სამართალდამცველებმა თითქმის ყველა სახლი გაჩრიხკეს.

კახეთის მხარის პოლიციის უფროსმა ზურაბ ტუშურმა, რომელიც ხალაწანში იმყოფება და სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს, დეტალებისგან თავი შეიკავა. როგორც მან “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში განაცხადა, ოპერაცია შეიძლება 24 საათში დასრულდეს. მისსივე ინფორმაციით, სპეცოპერაციას შეტაკებები არ მოჰყოლია.

პანკისის ხეობაში იმყოფებიან საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები კობა ნარჩემაშვილი და ვალერი ხაბურძანია. სპეცოპერაციის შედეგებს პრეზიდენტი შევარდნაძე დღეს საღამოს გაეცნობა.

მსგავსი/Related

Back to top button