ახალი ამბები

პუტინი შევარდნაძის განცხადებით უკმაყოფილოა

(თბილისი, 18 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ის უკმაყოფილოა პრეზიდენტ შევარდნაძის იმ პასუხით, რომელიც მის 11 სექტემბრის განცხადებას მოჰყვა.

კრასნოდარში ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ საქართველოსგან ის ითხოვდა გარანტიებს იმისა, რომ “საქართველოს ტერიროტიის მხრიდან ყაჩაღური თავდასხმები აღარ განმეორდებოდა”. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მას ასეთი გარანტიები არ მიუღია.

პუტინმა ასევე დასძინა, რომ რუსული მხარე “სულ უფრო მეტ და მეტ ინფორმაციას” იღებს იმის თაობაზე, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობას ტერისტებთან ურთიერთობას ამჯობინებს.

Back to top button