ახალი ამბები

საქართველო ტერორისტების აშშ-ისთვის გადაცემას უარყოფს

(თბილისი, 17 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ცნობას ტერორიზმში ეჭვმიტანილების ამერიკის შეერთებული შტატებისათვის გადაცემის შესახებ”, განუცხადა დღეს უშიშროების სამინისტროს პრესმდივანმა ნიკა ლალიაშვილმა “სივილ ჯორჯიას”.

ახლახანს გერმანულმა ყოველდღიურმა გაზეთმა “ბერლინერ მორგენპოსტმა” საქართველოს მთავრობის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველომ აშშ-ის ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი გადასცა, რომლებსაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაცია ალ ქაიდასთან.

“ბერლინ მონგენპოსტის” ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ცნობის გახმაურება არ სურდათ, რათა პანკისში მიმდინარე ოპერაციას გართულებები არ მოჰყოლოდა.

მსგავსი/Related

Back to top button