
ახალი ამბები
რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურს
(თბილისი, 17 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვით არ არის დაინტერესებული. თუ საქართველოში ტერორისტები განადგურებლნი იქნებიან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პრობლემა გადაწყვეტილი იქნება”, განაცხადა 16 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა. “რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველომ უნდა გაანადგუროს პანკისის ხეობაში მყოფი ტერორისტები და არა გაფანტოს ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში”, გადმოსცემენ მინისტრის ნათქვამს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები.