ახალი ამბები

ერთი ჩეჩენი დაიღუპა შეიარაღებული შეტაკებისას პანკისში

(თბილისი, 17 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ერთი ჩეჩენი დაიღუპა და ერთი ქართველი სპეცდანიშნულების რაზმის წევრი დაიჭრა პანკისში, 16 სექტემბერს გვიან ღამით მომხდარი შეტაკებისას.

ქართველი სამართალდამცველების თქმით ჩეჩენის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მათ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.

ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სამართალდამცველებთან შეტაკებისას ჩეჩენი იღუპება მას შემდეგ რაც პანკისში ანტი-კრიმინალური ოპერაცია დაიწყო.

მსგავსი/Related

Back to top button