ახალი ამბები

ქართველი დიპლომატი პანკისში ფართომაშტაბიან ოპერაციას გამორიცხავს

(თბილისი, 16 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე პანკისში მიმდინარე ანტი-კრიმინალურ ოპრაციაში მძიმე ტექნიკისა და საჰაერო ძალების გამოყენებას გამორიცხავს.

“ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ფართომაშტაბიანი ოპრაციები, რომელსაც რუსეთის ფედერალური ძალები ჩეჩნეთში ახორციელებენ. ჩვენ გვჯერა, რომ პანკისში ტანკების, არტილერიისა და ავიაციის გამოყენება საჭირო არ არის,” განაცხადა ქართველმა დიპლომატმა რადიოსადგურ “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში 16 სექტემბერს.

მსგავსი/Related

Back to top button