ახალი ამბები

საქართველო მზად არის რუსეთს დაკავებული ჩეჩნები გადასცეს

(თბილისი, 16 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ყველა საჭირო პროცედურეს შემდეგ საქართველო გადასცემს რუსეთს 13 დაკავებულ ჩეჩენს,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

3-5 ოქტომბრს ქართველომა მესაზღვრეებმა 13 შეიარაღებული ჩეჩენი დააკავეს, რომლებსაც სასამართლომ სამ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა მოსაზრებასთან დაკავშირებით რომ საქართველოში მყოფი ჩეჩენი მეომრები არა რუსეთს, არამედ მესამე სახელწიფოს გადაეცეს.

“მიმაჩნია რომ არც ერთი სახელმწიფო ჩეჩენი მეომრების მიღებაზე არ დათანხმდება,” განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ და დასძირა, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩეჩენი მეომრების რუსეთისთვის გადაცემა იქნება.

მსგავსი/Related

Back to top button