
საქართველომ რუს სამხედროებს ულტიმატუმი წაუყენა
(თბილისი, 16 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 15 სექტემბერს საქართველოს უშიშროების სამინისტრომ თბილისიში დააკავა ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების 4 რიგითი და ერთი ოფიცერი. უშიშროების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ნიკა ლალიაშვილამ “სივილ ჯორიჯიას” განუცხადა რომ რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადაადგილების გამო დააკავეს. რუსი სამხედროების გადაადგილება საქართველოს მხარესთან უნდა იყოს შეთანხმებული. ლალიაშვილის განცხადებით ასეთი შემთხვევები ამ ბოლო პერიოდში ძლიერ მომრავლდა. “თუ ორი კვირის განმავლობაში რუსული მხარე ამ პრობლემას არ მიხედავს ჩვენ ყველა რუს ჯარისკაცს დავაკავებთ ვინც კი საქართველოს ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გადაადგილდება,” განაცხადა უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა. ლალიაშვილის თქმით დაკავებულები უკვე გაანთავისუფლეს, თუმცა შემდეგში ასეთი რამ აღარ მოხდება და რუსი ჯარისკაცები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.