ახალი ამბები

შევარდნაძემ აღიარა, რომ პანკისის ოპერაციას ამერიკელები ადევნებენ თვალს

(თბილისი, 16 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აღიარა, რომ პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციას ამერიკელი სპეციალისტები ადევნებენ თვალს.

“სპეცსამსახურებია თუ ვინმე სხვა, მაგრამ ამერიკელები პანკისის ხეობაში იმყოფებიან და თვალყურს ადევნებენ იქ მიმდინარე ოპერაციას. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამერიკლელებთან თანამშრომლობით, ისევე როგორც ისინი დაინტერესებულნი არიან პანკისიდან ტერორისტების განდევნით”, – განაცხადა შევარდნაძემ.

ქართველი სამართალდამცავები 25 აგვისტოდან პანკისის ხეობაში ფართომასშტაბიან ანტიკრიმინალურ ოპერაციას ატარებენ. დღემდე იქ 12 ეჭვმიტანილია დაკავებული.

მსგავსი/Related

Back to top button