ახალი ამბები

შევარდნაძე საერთაშორისო თანამეგობრობის მადლობელია

(თბილისი, 16 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “დიდ მადლობას მოვახსენებ აშშ-ის პრეზიდენტს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირს და იმ ქვეყნებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი საქართველოს მისთვის რთულ პერიოდში”, განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

“ჩვენ შეგვწევს უნარი საკუთარი ძალებით გადავწყვიტოთ ეს პრობლემა”, განაცხადა პრეზიდენტმა პანკისის ხეობის პრობრლემაზე საუბრისას.

14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს შანსი თავად მოუაროს ტერორისტებს და ისინი სასამართლოს გადასცეს.

მსგავსი/Related

Back to top button