ახალი ამბები

აშშ უარყოფს ამერიკასა და რუსეთს შორის საქართველოსა და ერაყის თაობაზე გარიგების არსებობას

(თბილისი, 14 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ ჯონ ბოლტონმა გააბათილა ჭორები გარიგების ასრებობის შესახებ, რომლის თანახმადაც მოსკოვი თითქოსდა უნდა დათანხმებოდა აშშ-ს სამხერდო დარტყმას ერაყზე, თუ აშშ ხელს არ შეუშლიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების ბაზებზე შეტევას, იყობინება სააგენტო როიტერი.

“მე ვერ ვხედავ რაიმე რეალურ გარიგების საგანს ერაყის თაობაზე რუსეთთან თუ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან” – განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელმა მოსკოვში პრეს კონფერენციაზე 13 სექტემბერს.

ვაშინგტონში არსებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი ექსპერტი ზეინო ბარანი ასევე გამორიცხავს ასეთი გარიგების შესაძლებლობას აშშ-სა და რუსეთს შორის. “აშშ არასოდეს დაიწყებს ერაყის საკითხით ვაჭრობას რუსეთთან” – განუცხადა ზეინო ბარანმა სივილ ჯორჯიას 12 სექტემბერს.


 

მსგავსი/Related

Back to top button