ახალი ამბები

რუსეთის სათათბირო მხარს უჭერს პუტინის ულტიმატუმს და ეკონომიკური სანქციების შემოღებას მოითხოვს

(თბილისი, 14 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 13 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პუტინის მიერ საქართველოსადმი წაყენებულ ულტიმატუმს და, ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიიჩნია ეკონომიკური სანქციების შემოღება საქართველოს წინააღმდეგ, იტყობინება რადიო თავისუფლება.

სათათბიროს რეზოუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა 350 დეპუტატმა (21-წინააღდმეგი, 2-მა თავი შეიკავა), ნათქვამია, რომ თბილის განაგრძობს “ტერორისტული ჯგუფების” წინააღმდეგ ქმედებების განხორციელებისკენ მოსკოვის მოწოდებების იგნორირებას. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტ პუტინს “უფლება აქვს გადადგას ყველაზე გადამწყვეტი ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის უსაფრთოხების უზრუნველყოფისა და საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო ტერორისტთა შეიარაღებული ჯგუფების შემოჭრის აღკვეთის მიზნით”.

სათათბირომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გადახედოს საქართველოსთან ეკონომიკურ თანამშრომლობას, “ენერგომატარებლების შეღავათიან ფასებში მიწოდების საკითხის ჩათვლით”.

11 სექტემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიიღებს “ადექვატურ ზომებს” თავდაცვის მიზნით, თუ საქართველო არ იმოქმედებს იმ მებრძოლტა წინააღმდეგ, რომლებიც, მოსკოვის მტკიცებით პანკისი იმალებიან. მოსკოვი ირწმუნება, რომ მებრძოლები იყენებენ ხეობას როგორც ბაზას მეზობელ ჩეჩნეთზე თავდასხმებისათვის.

მსგავსი/Related

Back to top button