ახალი ამბები

ევროსაბჭო მოუწოდებს რუსეთსა და საქართველოს არ დაუშვან ძალის გამოყენება

(თბილისი, 14 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ევროპის საბჭოს ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ მეორე წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ ნებისმიერი პრევენტიული სამხედრო ოპერაცია იქნება უდიდესი შეფერხება და ამიტომ თავიდან უნდა ავირიდოთ” განაცხადა ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვოლტერ შვიმერმა ქართულ და რუსულ მხარეებთან ცალ-ცალკე კონსულტაციებისას.

აღნიშNული კონსულტაციები გაიმართა რუსეთის პრეზაიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ პანკისის ხეობაში ტერორისტების წინააღმდეგ პრევენტიული დარტყმების დაობაზე 11 სექტემბერს წამოყენებულ ულტიმატუმთან დაკავშირებით.

როგორც ევროსაბჭოს პრეს სამსახური იტყობინება, ვოლტერ შვიმერმა აღნიშნა, რომ “ჩვენმზად ვართ გავწიოთ დახმარება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულებების განხორციელებაში რათა მოხდეს საერთაშორისო შეთანხმებებისა და პროცედურების მიხედვით ტერორიზმში ეჭმიტანილთა გადაცემა და განსჯა”.

მსგავსი/Related

Back to top button