ახალი ამბები

დაპატიმრებული ჩეჩენი გააპარეს

(თბილისი, 14 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დაპატიმრებული ჩეჩენი ისა მურადოვი, რომელიც 12 სექტემბერს ქართველ სამართალდამცველებთან შეიარაღებული შეტაკებისას დაიჭრა, ახმეტის საავადმყოფოდან გუშინ ღამით გააპარეს. ზუსტად იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი თელავში თათბირს ატარებდა.

“მინისტრმა კარგად იცოდა, რომ დაკავებული ჩეჩენი ისე იყო დაჭრილი, რომ საკუთარი ძალებით ვერ გადაადგილდებოდა, ამიტომ მან ახმეტის პოლიციის განყოფილების უფროსის ავთანდილ თურქიაშვილის დაკავება ბრძანა. თურქიაშვილს დაპატიმრებულზე ზედამხედველობა ევალებოდა”, განუცხადა დღეს “სივილ ჯორჯიას” შსს-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პაატა გომელაურმა.

შემთხვევას გენერალური ინსპექცია იძიებს. პაატა გომელაურის თქმით, გამოძიება რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს.

მსგავსი/Related

Back to top button