ახალი ამბები

საქართველოს მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვს

აშშ-ის ადმინისტრაციამ საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოხატა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ წამოყენებული ულტიმატუმი პანკისის ხეობაში ტერორისტების წინააღმდეგ, შესაძლო, ოპერაციის დაწყების შესახებ მკაცრად გააკრიტიკა.

“ჩვენ ვეწინააღმდეგებით პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ჩეჩნური სამიზნეების განადგურებას გულისხმობს”, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მოადგილემ ფილიპ რიკერმა 12 სექტემბერს, იტყობინება სააგენტო “ფრანს-პრესი”.

“ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ ვუჭერთ მხარს და ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი სახის ცალმხრივ სამხედრო ქმედებებს საქართველოში”, დასძინა მან.

ფილიპ რიკერის განცხადებით, პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებით აშშ-ის დიპლომატებმა ვაშინგტონის უკამყოფილება გამოხატეს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა დონეზე იქნა აღნიშნული საკითხი განხილული”, იტყობინება “ფრანს-პრესი”.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ პანკისის ხეობაში არსებული პრობლემები საქართველოს ხელისუფლების მიერ უნდა იქნეს მოგვარებული”, განაცხადა მან. “ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს საკუთარ ქმედებებს საქართველოსთან კოორდინირება გაუწიოს, რათა ორივე სახელმწიფომ საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხესთან გამკლავება შეძლოს”, დასძინა რიკერმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, ამერიკის პრეზიდენტს უკვე შეხვდა და პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება მასთან ერთად განიხილა.

შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის ლევან მიქელაძის თქმით, ირაკლი მენაღარიშვილმა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და საქრთველოში რუსეთის შესაძლო ცალმხრივ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით თავისი შეშფოთება გამოხატა. მან ასევე ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის პრეზიდენტს ქართველი სამათლალდამცველების მიერ პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის შესახებ.

ქართველი დიპლომატის განცხადებით, ჯორჯ ბუშმა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ანტიკრიმინალური ოპერაციის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები პანკისის ხეობაში ატარებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა 11 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში საქართველო ტერორიზმის წყაროდ მოიხსენია და არ გამორიცხა პანკისის ხეობაში თავშეფარებული ჩეჩენი მეომრების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმების განხორციელება. ანუ პრეზიდენტმა პუტინმა ხმამაღლა განაცხადა იმის თაობაზე რაც რუსეთს უკვე არა ერთხელ გაუკეთებია. ერთ-ერთი უკანასკნელ დაბომბვას, 23 აგვისტოს, საქართველოს ერთი მოქალაქე შეეწირა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ 11 სექტემბერს წამოყენებული ულტიმატუმის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ ანტუკრიმინალური ოპერაციის გაფართოება გადაწყიტა პანკისის ხეობაში. ეს გადაწყვეტილება 12 სექტემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული, თუმცა, დაკონკრეტებული არ ყოფილა, რა იგულისხმება ოპერაციის გაფართოებაში. რუსეთის პრეზიდენტის განხადების გაკეთების სემდეგ, სართველომ ჩეჩნეთთან საზღვრის მონაკვეთის გამაგრება და დამატებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტების განლაგება დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პუტინის განცხადება იმავე დღეს გამოეხმაურა და მას “ნაჩქარევი, არაობიექტური და ცალმხრივი” უწოდა. “პანიკისა და განგაშისთვის საფუძველს ვერ ვხედავ. არა მგონია, რუსეთი ისეთ ავანტიურაზე წავიდეს, რომელიც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლოს თვალში მის მორალურ და ფსიქოლოგიურ დამარცხებას მოასწავებს,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 11 სექტემბერს.

მაშინ როდესაც საქართველოს ხელმძღვანელობა პანკისში ანტი-კრიმინალური ოპერაციის გააქტიურებაზე საუბრობსამგვარ, რომელსაც რუსეთში “თეატრალურ შოუს” უწოდებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტ პუტინის ბრძანების შესაბამისად, პანკისში ტერორისტების წინააღმდეგ დარტყმის გეგმას ამუშავებს. “პრეზიდენტს გეგმას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ,” განუცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ჟურნალიტებს 12 სექტემბერს. ივანოვმა იქვე დასძინა გეგმის შემუშავება “არ ნიშნავს რომ სამხედრო ოპერაცია აუცილებლად განხორციელდება.”

თუმცა როგორც რუსული გაზეთი “ვრემია ნავასტეი” იტყობინება ამგვარი გეგმა რუსეთის გენშტაბს უკვე შემუშავებული აქვს. გაზეთის ცნობით გეგმის თანახმად ტერორისტების ბაზებზე ჯერ განხორციელდება საჰაერო იერიშები, რის შემდეგაც ოპერაციაში ჩაერთვება რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამმართველოს სპეცდანიშნულების ელიტური ქვედანაყოფები.  

რუსეთი საქართველოში ოპერაციის განხორციელებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერასა ოპერაციის იურიდიულად დასაბუთებაზეც ზრუნავს. პრეზიდენტმა პუტინის განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ გაეროს გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოსა და ეუთოს გაუგზავნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას იმოქმედოს გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც რუსეთს აძლევს უფლებას იმოქმედოს საგარეო საფრთხის წინააღმდეგ.

რუს ექსპერტთა უმრავლესობა დარწმუნებუყლია, რომ აშშ-ის პოზიცია გაცილებით უფრო რბილი უნდა იყოს რუსეთის მიმართ ერაყში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის ფონზე. თუმცა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ამგვარი შესაძლებლობა სრულიად გამორიცხა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტს კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა როგორც მოსალოდანელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი გააკეთებს გაცილებით უფრო მკვეთრ განცხადებას, ვირე ეს იყო 23 აგვისტოს დაბომბვის შემდეგ. რუსი ანალიტიკოსები არ გამორიცხავს, რომ ა.შ.შ.-ს არ ექნება მკვეთრი დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან პანკისში ოპერაციის ჩატარებისადმი, რადგან თავად ემზადება ერაყში სამხედრო ქმედებებისათვის. თუმცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ, მოვლენების ამგვარი განვითარება კატეგორიულად გამორიცხა.

ამგვარ მოსაზრებას გამორიცხავს ზეინო ბარანიც, ვაშინგტონში არსებული სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ექსპერტი. “ამგვარი ვერია შიდა გამოყენებისთვის უფროა. ა.შ.შ. ადმინისტრაცია არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ამგვარი კავშირის (აშშ-სა და რუსეთს შორის) არსებობას,” განუცხადა ზეინო ბარანმა “სივილ ჯორჯიას.”

რუსეთის მხრიდან პანკისში პრევენციული დარტყმების განხორციელების თავიდან არიდებას საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვებით ცდილობს. 12 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით აფციაური სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ირანის, სომხეთის, ინგლისის ელჩებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს შეხვდა და მათ საქართველოს მთავროპბის პოზიცია გააცნო.

ელჩებმა რუსეთის აგრესიული განცხადების კომენტირებისაგან თავი შეიკავეს. თუმცა, პუტინის ულტიმატუმის გამო, ისინი შეშფოთებულნი იყვნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით აფციაურმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში განაცხადა, რომ ელჩები საქართველოს მთავრობის პოზიციას თავიანთი ქვეყნების მთავრობებს გააცნობებენ და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირსაც, რომლისაგანაც საქართველო სერიოზულ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელის. “საქართველოს მთავრობა აპირებს გამოიყენოს ყველა დიპლომატიური საშუალება, მიიპყროს მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცივილიზებული მსოფლიოს ყურადღება, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის აგრესია. ჩვენ ყველას ვაწვდით ინფორმაციას”- განაცხადა დავით აფციაურმა.

ელჩებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მხოლოდ იმიტომ ვერ შეხვდა, რომ ის გუშინ ნიუ-იორკში, გაეროს სამიტზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. მინისტრის გამოსვლა 18 სექტემბერს არის დაგეგმილი. მანამადე კი ის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახა სიხარულიძე აცხადებს, გაეროში თავის კოლეგებს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს შეხვდება. მოვლენების გართულების შემთხვევაში, შესაძლოა, ირაკლი მენაღარიშვილი ვადაზე ადრეც გამოვიდეს სიტყვით.

გიორგი სეფაშვილი, გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button