ახალი ამბები

ეუთო რუსეთსა და საქართველოს სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდებს

(თბილისი, 13 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო მარტინს და კრუზი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს რუსეთსა და საქრთველოს შორის მზარდი დაძაბულობის გამო, ნათქვამია ეუთო-ს პრესისა და ინფორმაციის სამსახურის მიერ 13 სექტემბერს გავრცელებულ განხცადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით და ეუთო-ს ვალდებულებებიდან გამომდინარე რეგიონში, ეუთო-ს ხელმძღვანელობა გამოვიდა ინიციატივით, რათა დაიწყოს მხარეების კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობას ეუთო-ს სხვა წევრი სახელმწიფოებიც მიიღებენ, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის შემცირება შეძლონ.

ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს, რათა თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის ქმედებისაგან, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას რეგიონში, რასაც, სავარაუდოდ, დამღუპველი შედეგი ექნება კავკასიისა და საერთოდ ეუთო-ს არეალის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის.  

მსგავსი/Related

Back to top button