ახალი ამბები

კახა თარგამაძე სახელმწიფო კანცელარიაში

(თბილისი, 12 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – გუშინ საღამოს სახელმწიფო კანცელარიის შენობაში იმყოფებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თქმით, ის აუდიენციაზე პრეზიდენტ შევარდნაძესთან იყო

ჟურნალისტებმა ის კანცელარიის შენობიდან გამოსვლისას მაშინ დააფიქსირეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე ხვდებოდნენ.

კახა თარგამაძემ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. უცნობია, ის პრეზიდენტთან რა მოტივით იმყოფებოდა.

გასული წლის 2 ნოემბერს კახა თარგამაძე იძულებული გახდა მინისტრის პოსტი დაეტოვებინა, როდესაც პარლმენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხი მთავრობის გადადგომას მოითხოვდა.

მსგავსი/Related

Back to top button