ახალი ამბები

ნატოს სამხედრო-საზღვაო სწავლება შავ ზღვაზე

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს სტამბულში, თურქეთი, ნატოს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში საერთაშორისო სამხედრო სწავლება “შავი ზღვა – 2002” დაიწო. სწავლებაში მონაწილოებას იღებს საქართველოს საზღვაო თავდაცვის ძალების საპატრულო ხომალდი “ქუთაისი”, რომელიც 26 წევრისაგან შედგება, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

სამხედრო სწავლება რეგიონში მშვიდობის განტკიცებასა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ სამშვიდობო და ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდამჭერი ღონისძიებების გამართვას ისახავს მიზნად.

აღნიშნულ საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სწავლებას თურქეთი მეხუთედ მასპინძლობს. წვრთნები “შავი ზღვა – 2002” 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button