ახალი ამბები

რუსეთის მტკიცებით მოსკოვის ტერაქტებში ეჭვმიტანილი პანკისშია

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელის ივან მირონოვის განცხადებით აჩიმეზ გაჩიაევი, რომელიც 1999 წელს, მოსკოვში ორი საცხოვრებელი სახლის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი, პანკისის ხეობაში იმალება.

“რასიისკაია გაზეტასათვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 9 სექტემბერს გამოქვეყნდა, რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გაჩიაევი იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელმაც საცხოვრებელი სახლები ააფეთქა, რის შედეგადაც 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მირონოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის გადასცეს ქართულ მხარეს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც მოსკოვის ტერაქტებში გაჩიაევის მონაწილეობას ამტკიცებს. 

Back to top button