ახალი ამბები

პეტერ შოუ ცოცხალია – აცხადებს ნარჩემაშვილი

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 4 სექტემბერი, 2002) – “პიტერ შოუ ცოცხალია და იმედი გვაქვს რომ მას გავანთავისუფლებთ პანკისში ამჟამად მიმდინარე ოპერაციის შედეგად,” – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.

ნარჩემაშვილის განცხადებით სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ, რათა წარმატებით მოხდეს გატაცებული ინგლისელი მოქალაქის განთავისუფლება.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პანკისში ამჟამად მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაცია სწორედ მძევლების განთავისუფლებას ისახავს მიზნად.

სამართალდამცველების თქმით, სავარაუდოდ პეტერ შოუს გარდა პანკისში კიდევ ერთი მძევალი, ბერი ბასილ მაჩიტაძეც იმყოფება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button