ახალი ამბები

ბალკანეთში განლაგებული ქართველი სამშვიდობოების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 სექტემბერი, 2002) – საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშავდება პროექტი, რომელიც ბალკანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ქართველი სამხედროების ფართომასშტაბიან მონაწილეობას ითვალისწინებს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

პროექტის თანახმად, ბალკანეთში გაიგზავნება ქართული ასეული. ამ ეტაპზე კი იქ სამშვიდობო ძალების თურქულ ბატალიონში ქართული ოცეული უკვე მეოთხე წელია მსახურობს.

სექტემბერში თბილისში ქართულ-გერმანულ ორმხრივ შეხვედრა გაიმართება, რომელზეც პროექტის დეტალები გადაწყდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button